ლიტერატურული საქართველო
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
შემოდგომა საქართველოში
ჩაიწურა შემოდგომა
მზე ჩაღვრილა მტევნებში
ამოდუღდა საქართველო
პაპაჩემის ქვევრებში
გალობს მთელი საქართველო
მივდევ გრძნობის მდინარეს
ღმერთო, ხვავი და ბარაქა
გულში დავაბინავეთ
მარნის კარზედ შემომსხდარან
მტრედები და გვრიტები
ხურჯინივით მაბერტყინეთ
გულის მარგალიტები
დაილოცოს მადლიანი
ქართლის მთა და ველები
გლეხი კაცის მარჯვენა და
დაკოჟრილი ხელები...
ლექსო, უნდა დაგაჭექო
დარდი გადამეყარა
ღმერთო ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
ყველა სოფელში და, საერთოდ, ამ წუთისოფელში არის ერთი სევდიანი ადგილი - სასაფლაო, სადაც ცოტა ხნით მაინც, ყველას იპყრობს საიმქვეყნოზე ფიქრი, ავიწყდება "ზვაობანი საფლავისანი" და ცოდვა-მადლიც სხვაგვარად სწონის. ვისთვის სასაფლაო მხოლოდ მკვდრების სამყოფელი და განსარიდებელი ადგილია, ვისთვის კი - ვისაც მის სიახლოვეს უცხოვრია, ბავშვობიდანვე, ერთგვარი კვლევის, თამაშში შეფარული ღრმა ინტერესის საგანი ხდება. იქ ყველაფერს სხვა ბეჭედი აზის: წარმავლობის, ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოფელი, თუ რაიონული ცენტრი, თუ ქალაქი, ან დიდი ქალაქი, ან ქალაქ-სახელმწიფო, თუ პატარა ქვეყანა, ან სულაც, დიდი ქვეყანა, რომელსაც ჭუჭრუტანა ერქვა. იგი გარშემო სულ მთებით იყო შემორკალული. მთებით, რომლებიც კეცზე გამომცხვარ ჭადს მოგაგონებდათ. მზეზე გამომხმარი თიხისგან, ყვითელი და დაბზარული მთათა სისტემა, ღობესავით შემოეღობა ჭუჭრუტანას. მზე ამ ქვეყანაში მრგვალი არ იყო, იგი მთელს ცაზე გაშლილიყო. დილით ადრე ამოდიოდა და მხოლოდ ღამე ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
- . . . . . . . .
- ქალბატონო რუსუდან, ვიდრე კითხვებს დამისვამდეთ, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ინტერვიუს გაცემაში ხამი კაცი ვარ, გამოცდილება თითქმის არ გამაჩნია. ყოველთვის თავს ვარიდებდი. ახლაც რომ დაგთანხმდით, ამას ჩემს ასაკს ვაბრალებ. თავს ვარიდებდი, იმიტომ კი არა, რომ მუდამ მოუცლელი ვიყავი, ანდა იმიტომ კი არა, რომ გულჩათხრობილი და უიმედოდ კარჩაკეტილი მიზანთროპი გახლავართ; არა და არა. უბრალო მკითხველისა (თუ მსმენელისა) მერიდებოდა. ბანალური ამბების თხრობით მისი ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
უპირველესად - ეს ნიშნავს წარღვნას!
დანარჩენი კი...
რადგან ადამიანმა უფლის გზებით სიარულს თავი მიანება, ამიტომ, ღმერთმა, უამრავი გასაჭირი მოგვივლინა კიდეც და ისეთი სურათი დაიხატა - თითქოსდა ეს კაცობრიობა ეშმაკის გზით მიემართება, ეშმაკი ამხედრებულა ადამიანებზე, ეშმაკი აშენებს, ეშმაკია ჩვენი ალამი და მხოლოდ იქი-აქა უმცირენი, - კეთილნი და პატიოსანნი უშლიან ხელს ეშმაკისეული ცივილიზაციის განვითარებას! ესე იგი: შავად დალაგებულ, ბნელში მავალ, მაგრამ ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
უკვე კარგა ხანი გავიდა, მაგრამ მას, ვინც ამა წლის 12 მაისს საქართველოს მწერალთა სასახლის დარბაზში იმყოფებოდა, არა მგონია დაავიწყდეს ეს დღე, რომელიც გამოჩენილი რუსი პოეტისა და მთარგმნელის, უსაზღვროდ განათლებული პიროვნების, საქართველოს ერთგული მეგობრისა და კეთილისმყოფელის, ვადიმ კოზოვოის ხსოვნას მიეძღვნა. მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა ყოველგვარი პირობები შექმნეს, რათა ეს საღამო შესაფერის დონეზე ჩატარებულიყო. თბილისში ამ ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
*
შოთა ხოდაშნელის ლექსების კრებული "მათ სამთა გმირთა მნათობთა" ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ფიროსმანის უკვდავ სახეებს. წიგნში პოეტურად არის ამეტყველებული ამ დიდ შემოქმედთა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. წინასიტყვაობაში თემურ შავლაძე წერს: "სამი პატარა წიგნი და სამი დიდებული ქანდაკი - ახლა უკვე ერთ წიგნად და ამაღლებულ პოეტურ სამებად, "მათ სამთა გმირთა მნათობად" - შეკრული, აკინძული და დაურღვეველი - კარგი პოეზია, მართლაც ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
"ხმა ნაბიჯებისა" - ასე ჰქვია მწერალ გია ხუბუას ნოველების კრებულს, რომელიც გამომცემლობა "გეამ" ავტორის ხარჯით გამოსცა 1992 წელს. გამოცემის თარიღზე იმიტომ გავამხილე ყურადღება, რომ სინანულით მინდა აღვნიშნო: არც ავტორს გაუმართლა ბედმა და არც წიგნს. ტრაგიკული სამოქალაქო ომიდან მოყოლებული დღემდე, ქართველ ჯიბეყურია ჩინოვნიკების გადამკიდე, ჩვენი ინტელიგენციის აბსოლუტურ უმრავლესობას არც იმის საშუალება აქვს და არც პირობები, ქართული კულტურის, ქართული ...
№52 2002-12-27
ლიტერატურული საქართველო
როგორც ცნობილია, შეცდომებზე სწავლობენ. ვეცდები, ამ მიზნით გავაანალიზო ცოტა ხნის წინანდელი რუსულ-ქართული კონფრონტაციის საჯარო ასპექტები.
რუსეთი და საქართველო საშიშ ზღვართან ბალანსირებდნენ, ვნებების გამაღვივებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გულმოდგინედ ატარებდნენ ანტიქართულ კამპანიას. უნდა ვიყოთ რა ობიექტურნი და (მადლიერნი), ვაღიარებთ, რომ ამ მხრივ, გამონაკლისები კი ხდებოდა, მაგრამ ძალზე იშვიათად. მოთხოვნით სარგებლობდა თემა: "ქართული ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010