საქართველო
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
ცხვირის გაწმენდა
რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან ავიცილებთ ცხვირის გაწმენდით: მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი, რინიტი, ჰაიმორიტი, გლაუკომის საწყისი ფორმა და თვალის ისეთი დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მტკივნეულობა, ქათმის სიბრმავე, მხედველობის დაქვეითება; დადებითად მოქმედებს თვალის ფსკერზე და სმენაზე. შესანიშნავი საშუალებაა შაკიკის, უძილობის ან პირიქით, ძილიანობისაკენ მიდრეკილების, მეხსიერების დაქვეითების დროს, ხელს უწყობს ინტელექტის ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #8,9,10,11,12,13,14. 2002 წ
კოლმეურნეობებს უმოწყალოდ ძარცვავდა ყველა, ბრიგადირიდან დაწყებული თავმჯდომარემდე. ამ უკანასკნელს რაიონის ხელმძღვანელობა ჰყავდა სარჩენი და გაძარცულ კოლმეურნეობაში კოლმეურნეთათვის დასარიგებელი რაღა უნდა დარჩენილიყო. ამაზე მინდა მკითხველს მოვუთხრო ხალხში გავრცელებული ერთი ანეკდოტი: "ერთ-ერთ კოლმეურნეობას რაიონიდან რევიზორი გაუგზავნეს. რევიზორმა გზაზე ერთი კოლმეურნე ჩაისვა მანქანაში. ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
- მამაო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთში, ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, წმიდა ხატებიდან დაიწყო დიდი რაოდენობით მირონისა და სურნელოვანი წყლის დენა. რას ნიშნავს ეს სასწაულებრივი მოვლენა?
- სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა.
ეს სასწაულებრივი მირონდენა ხდება არა მონასტერში, არამედ დეკანოზ მამა ვასილის სახლში. იგი 90 წელს მიღწეული მოძღვარია. ერისკაცობაში მისი მოძღვარი იყო წმიდა სერაფიმე ვირიცკელი, ახლადკანონიზებული წმინდანი, ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
ჟურნალი THE ECONOMIST ჩამოთვლის რუსეთის ძირითად მედიას, რომლებიც მის საინფორმაციო ბაზარს ფლობენ, და ასახელებს სავარაუდოდ, რომელი მათგანი მუშაობს მოგებაზე. ათიდან შვიდზე ნათქვამია, "ვერ ვიტყვით", რომ შემოსავალს იძლევაო. ერთზე ნათქვამია "არა გვგონია" და ერთზე - მომავალში მოელისო. ათიდან სამის პატრონია სახელმწიფო, ორისა - "არ ვიცითო", ერთისა - "ბერეზოვსკი და სხვანი", ერთისა - "გორბაჩოვი და სხვანი", ერთისა - "უცხოელები", ერთისა - "ჟურნალისტები", ერთისა (რადიო ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
ამ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა მთიან შოტლანდიაში ბარის მაცხოვრებლების, პირველ რიგში - ინგლისელების და არა შოტლანდიელების - დასახლების პროცესი. მათ ხიბლავს ბუნება, ცხოვრების მარტივი პირობები, საცხოვრებელ სახლთა და ნაკვეთთა სიიაფე (ჯერჯერობით). თუ ამ მაღლობი რეგიონიდან ადგილობრივთა უწყვეტი ემიგრაციის შედეგად მისი მოსახლეობა სულ 320 ათასზე იყო დასული, დღევანდელი იმიგრაციული პროცესის შედეგად მან სტაბილური ზრდა დაიწყო. გამოცოცხლდა ეკონომიკა ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
მას შემდეგ, რაც დამწერლობა შეიქმნა, კაცობრიობის ერთ-ერთ დღემდე მოუგვარებელ პრობლემად იქცა სწავლა-განათლების საქმე. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება სასწავლო დაწესებულებებში (მსოფლიო მასშტაბით), ანალოგიური იქნებოდა გასული საუკუნეების მდგომარეობასთან. ამაში მე დამარწმუნა მეოცე და ორი წლის წინ დამდგარი ოცდამეერთე საუკუნეების იდენტურობამ განათლების დარგში. მაშ, ასე: ჩემი წარმოდგენით, ყველა საუკუნეში იყვნენ ბრწყინვალე პედაგოგები (და არა ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
იყვნენ მექრთამე, მექალთანე და მეძავი მასწავლებლები და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩემი თაობის, ანუ მეოცე საუკუნეში დაბადებულ-დაბერებული ხალხისთვის ღმერთის მიერ მოვლენილ წმინდანებად მიგვაჩნდნენ, რომლებიც არც ჭამდნენ, არც სვამდნენ, არც ტუალეტში შედიოდნენ და, რა თქმა უნდა, უსექსოდ, ანუ დაყოფით მრავლდებოდნენ.
იმას რა დამავიწყებს, დერეფანში მასწავლებელი რომ გაივლიდა, ჩვენ კედელზე ზურგით მიკრულები ვაყოლებდით თვალს. გაკვეთილზე იდეალური სიჩუმე იყო, ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
ამერიკაშიც (ისევე, როგორც სხვაგან მსოფლიოში) დროდადრო სკანდლებით "სკდება" დიდი კომპანიები, დღის სინათლეზე გამოდის თაღლითობისა და კორუფციის დიდმასშტაბიანი ფაქტები, არამზადდებიან მანამდე შურისაღმძვრელი ბიზნესმენები. ერთი უკანასკნელ შემთხვევათაგანია ის, რაც სანავთობე ფირმას "ენრონს" შეემთხვა არც თუ დიდი ხნის წინ. უდავო ფაქტია, რომ ამერიკაში არსებობს უნდობელი და ანტიპათიური დამოკიდებულება ბიზნესმენისადმი. მაგრამ რა მასშტაბი და რა როლი ...
№15(1787) 2002-12-03
საქართველო
ნაზარბევის ოპოზიცია მოითხოვს იმას, რასაც პოსტსაბჭოური და რუსეთის იმპერიის მიერ მართული მასა ჩვეულებრივ ითხოვს ხოლმე: პრეზიდენტობის ნაცვლად საპარლამენტო რესპუბლიკის შემოღებას, ზედა ეშელონებში კორუფციასთან ბრძოლის რეალურ ფეხზე დაყენებას, ქალაქის მაგისტრატების არჩევითობას, მედიის ღიაობას, დემოკრატიზაციას ზოგადად. თავდასხმის მნიშვნელოვანი საგანი, ნაზარბაევის კლანი და მისი ეკონომიკური ინტერესებია.
...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010