თეიმურაზ აბულაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბულაძე თეიმურაზ-დან)
თეიმურაზ აბულაძე (1938 − 1998), ქართველი პოეტი. გამოცემულია მისი კრებულები: „აკაციების თეთრი გუმბათი” (1974); „ზღვის გარინდება” (1975); „ორი ცა” (1982); „ყველგან და არსად” (1984); „ქარებით სავსე სახლი” (1985); „სულო, მაინც თენდები” (1987); „ვიგრძენ შორეთი” (1992); „ერთტომეული” (1998); „სახსოვარი” (2003).
- * * *
- არ ვყვარებივარ ისე არავის,
- როგორც მე ვგრძნობდი
- ამ ცეცხლს თავიდან.
- ეჭვის ლეკები მომიპარავენ
- და წამათრევენ ლამისყანიდან...
- მაინც მოვაღწევ კვლავ ფეხშიშველა
- შენთან, რომ გარეთ ღამე გითიო,
- თორემ შენ სად გაქვს ჭერი იმხელა, –
- მე შემიფარო და დამიტიო...
- არ ვყვარებივარ ისე არავის,