ბეტონის ყინვამედეგობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის ყინვამედეგობა – ყინვამედეგობა ხასიათდება გაყინვა-გალღობის ციკლის იმ რიცხვით, რომელიც შეიძლება აიტანოს ბეტონის (28 დღის) ნიმუშებმა ისე, რომ მათ არ მოაკლდეთ სიმტკიცის 25%-ზე და მასის 5%-ზე მეტი. მძიმე ბეტონის ყინვამედეგობის მარკებია: F50, F100, F150, F200, F300. მას არჩევენ კლიმატური პირობებისა და წყლის დონის ცვალებადობის გათვალისწინებით. დიდი ყინვამედეგობით ხასიათდება მაღალი სიმკვრივის ბეტონი. ბეტონის ყინვამედეგობა დამოკიდებულია მის აგებულებაზე. მკვრივ ბეტონში არსებობს სხვადასხვა ზომის ფორი. წვრილი ფორი (მიკროფორი, ზომა 10–5 სმ) წყლისათვის შეუღწევადია. მათში ჩვეულებრივ არის ბმული წყალი, რომელიც არ იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც კი (–70°C-მდე). ასეთი მიკროფორები ყინვამედეგობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. უფრო მნიშვნელოვანია მსხვილი ფორები (მაკროფორები), რომელიც წარმოიშობა იმ წყლისაგან, რომელიც ქიმიურ რეაქციაში არ შედის ცემენტთან და აქვს 10–5 სმ-ზე მეტი ზომა. ბეტონის მაკროფორიანობა მცირდება და ყინვამედეგობა იზრდება წ/ც ფარდობის შემცირებით და ბეტონის ასაკის ზრდით. ჩვეულებრივ საკმარისი ყინვამედეგობის ბეტონი მიიღება, როცა ბეტონში წ/ც ფარ-დობა 0,5-ზე ნაკლებია, რაც თანამედროვე დანამატების (სუპერპლასტიფიკატორების) გამოყენებით არის შესაძლებელი. ბეტონის ყინვამედეგობის ზრდის ეფექტური საშუალებაა ჰაერჩამთრევი დანამატების გამოყენება, რომელიც ამცირებს ფორების საერთო მოცულობას. ამ შემთხვევაში ბეტონის სიმტკიცე პრაქტიკულად არ მცირდება, რადგან ჩათრეული ჰაერის უარყოფითი გავლენა (1% ჰაერი ბეტონის სიმტკიცეს ამცირებს 3%-ით) კომპენსირდება წყალცემენტის ფარდობის შემცირებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები