აბულის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბული (ტბა)-დან)
აბულის ტბა – ვულკანური წარმოშობის ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედზე, მთა პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2176 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობია 0.9 კმ2, მაქსიმალური სიღრმე – 1.4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. არ აქვს მუდმივი შენაკადები. უმეტესად დაფარულია წყალმცენარეებით და მიმდინარეობს ევტროფიკაცია.