აგურ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აგური (მითოსური ხალხი)-დან)
აგურ-ი (ოს. Агур) – ნართული ეპოსში ნახსენები ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი მოძალადეები, რომლებსაც უთვალავი ლაშქარი ჰყავთ და რჩეული ნართების არყოფნის ჟამს თავს ესხმიან მათ სოფელს. აგურებს ნართი აისანა (სხვა ვარიანტით, ურუზმაგის ვაჟი – ქრიმ-სულთანი) ამარცხებს.
აგურებისა და ნართების ომი ჟ. დჲუმეზილის აზრით, შესაძლოა შეიცავს მოგონებას რომელიღაც ისტორიულ ომზე ალანებსა და გამქრალ ხალხს – ოგურებს შორის (მეცნიერი იმოწმებს პტოლემაიოსის ცნობას კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრები აგორების შემოსევის შესახებ). ვ. აბაევი უფრო აკონკრეტებს: „აგური“ უკავშირდება თურქულ ეთნიკურ ტერმინს oguz / ogur; შესაძლებელია ეპოსმა შემოინახა ოგურ-ბულგართა ჩრდილოეთ კავკასიაზე თავდასხმის ფაქტი.
ლიტერატურა
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005;
- Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976.
|