ლეკაშვილი ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ავთანდილ ლეკაშვილი-დან)
ავთანდილ ლეკაშვილი – დაიბადა 1955 წლის 4 აგვისტოს წითელწყაროს (დედოფლისწყარო) რაიონის სოფელ ჯაფარიძეში.
განათლება – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (1980). სამხედრო სამსახური (1974-76).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა (1976-2003);
- დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი (2003-2004);
- საქმიანობა კერძო ბიზნესში (2004-2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.