ჩხაიძე ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ავთანდილ ჩხაიძე-დან)
ავთანდილ ჩხაიძე – დაიბადა 1953 წლის 14 თებერვალს მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფელ ბახვში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება – პოლიციის გენერალ-მაიორი
- მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2000): მაჟორიტარი, №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, იურიდიული კომიტეტის წევრი.
- შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (2000-2003);
სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.