აზიძბრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აზძბრა-დან)
აზიძბრა (აზძბრა) - აფხ. დამნაშავისათვის მსჯავრის დადება (იურიდიული ტერმინი). ადათობრივი ნორმების შეცვლა სასამართლოს პრაქტიკაში იშვიათად ხდებოდა, რადგან ჩვეულება ნორმად ხანგრძლივი დროის მანძილზე ყალიბდებოდა. სასამართლო გადაწყვეტილებები სწორედ პრაქტიკით და მსჯელობის შედეგად მიიღებოდა. მაგრამ თუ გადაწყვეტილება ისეთ საქმეზე იყო მისაღები, რომელიც არც ერთი თემის პრაქტიკაში და არც მახსოვრობაში არ მოიპოვებოდა, მაშინ სასამართლოს გამოცდილი უხუცესები ახლომახლო სოფლებიდან შეიკრიბებოდნენ და ახალ ჩვეულებას, ახალ ადათს ქმნიდნენ. ეს ახლად შექმნილი ჩვეულება დროთა ვითარებაში ნორმა ხდებოდა.