ასათიანი აკაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკაკი ასათიანი-დან)
აკაკი ასათიანი – დაიბადა 1953 წლის 22 ოქტომბერს თბილისში. — პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1990-1991), საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-1992). ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის უცვლელი თავმჯდომარე 1990 წლიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- ი. ნიკოლაძის სახ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელი (1978-1979)
- საქინფორმის მთარგმნელი (1979-1982; 1984-1990)
- საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სამმართველოს მხატვრული თვითშემოქმედების სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი (1982-1984)
- ეროვნული ხსნის კომიტეტისა და ეროვნული ფორუმის წევრი.
- პოლიტიკური კოალიციის - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „სახალხო ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
პარლამენტის წევრი
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1990-91), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-92);
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარე.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრები
- ასათიანები