ბრეგაძე აკაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკაკი ბრეგაძე-დან)
აკაკი ბრეგაძე – დაიბადა 1928 წლის 2 ივლისს ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში. — ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო ნაშრომების, რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი.
განათლება – პუშკინის სახ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (1959). სამხედრო სამსახური (1951-54).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას (1967-2006).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით, მშრომელთა სოციალისტური პარტიისაგან; სამანდატო, დეპუტატის ეთიკისა და პრივილეგიების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.