აკასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკასჷ-დან)
აკასი (აკასჷ) - აფხ. ოთხკუთხა თავშალი. მას გათხოვილი ქალები ატარებდნენ. გათხოვილ ქალს თავზე ჯერ სამკუთხა თეთრი პატარა ნარმის თავსაფარი ჰქონდა მოხვეული, რომელსაც ყურების გარშემო მჭიდროდ იკრავდა. ზემოდან კი უფრო თხელი ნარმის ქსოვილს იკრავდა.