ობსესიური აზრები ანუ გონებრივი ცოხნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკვიატებული აზრები ანუ გონებრივი ცოხნა-დან)
ობსესიური (აკვიატებული) აზრები ანუ „გონებრივი ცოხნა“ - (F42.0), (obsessional thoughts or ruminations), აკვიატებული აზრები, წარმოდგენები ან რაიმე მოქმედების სურვილი, თითქმის ყოველთვის უსიამოვნოა ადამიანისთვის. ზოგჯერ ეს აზრები წარმოადგენს ალტერნატივათა შედარების დაუსრულებელ პროცესს, რასაც პრობლემის გადაჭრა არ მოსდევს, ამასთან, ინდივიდს არ ძალუძს მიიღოს აუცილებელი უმარტივესი გადაწყვეტილება, დაკავშირებული ყოველდღიურ, ტრივიალურ პრობლემებთან. განსაკუთრებით მჭიდროა კავშირი დეპრესიასა და აზრთა ტკეპნას შორის.