გასანოვი აკიფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკიფ გასანოვი-დან)
აკიფ გასანოვი – დაიბადა 1952 წლის 5 ნოემბერს მარნეულში.
განათლება – აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი (ქ. ბაქო, 1973). სამხედრო სამსახური (1974-75).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1973-99).
- მარნეულის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორი (1983-89).
- მარნეულის გამგებლის მოადგილე (1992).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, არჩეული მარნეულის №45 საარჩევნო ოლქიდან, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).