აკალათ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკლათ-დან)
აკალათ (აკლათ) - უსახელურო გოდორი. დიდი და მცირე ზომის, რომელიც მოიხმარებოდა სიმინდის, ყურძნის, ვაშლის, კაკლის და სხვა ხილის მოსაგროვებლად, ან ბოსტნეულისთვის. გოდორს მოიხმარდნენ ასევე მატყლისათვის, ბამბისთვის და ა. შ. ტერმინი ქართულია, ოღონდ აფხაზურ ენაში მნიშვნელობა აქვს შეცვლილი კალათის ნაცვლად გოდორს ნიშნავს.