ვალენშტაინი ალბრეხტ ვენცელ ეუსებიუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალბრეხტ ვენცელ ეუსებიუს ვალენშტაინი-დან)
ვალენშტაინი ალბრეხტ ვენცელ ეუსებიუს - ვალდშტაინი, (Wallenstein, Valdštejn, 1583-1634), წარმოშობით ჩეხი, „საღვთო რომის იმპერიის“ ჯარების მთავარსარდალი (გენერალისიმუსი 1625 წლიდან) ოცდაათწლიან ომში. გაიმარჯვა გერმანელი პროტესტანტი მთავრებისა და დანიის მეფე კრისტიან IV-ის ჯარებზე. 1632 წელს დამარცხდა ლიუცენთან შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფთან ბრძოლაში. შვედებთან საიდუმლო მოლაპარაკებების გამო გადააყენეს თანამდებობიდან. მოკლეს თავისივე ოფიცრებმა.