ახვერდოვი ალექსანდრე
ალექსანდრე ესაიასძე ახვერდოვი − (1758/1760 – 1810), ბრიგადირი (10.12.1800).
დაიბადა ქ. ყიზლარში (დაღესტანი). აზნაურის, სეკუნდ-მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდოვის ოჯახში. დედა – ანა გერასიმეს-ასული ჩოლოყაშვილი ჰყავდა.
სამხედრო სამსახურში შევიდა რიგითად 1774 წელს მოზდოკის საველე ბატალიონში.
1783-1788 წწ. მსახურობდა კავკასიის მე-4 ეგერთა ბატალიონში.
1788-1794 წწ. მსახურობდა კავკასიის მუშკეტერთა პოლკში.
მონაწილეობდა 1787-1791 წწ. რუსეთ-თურქეთის ომში.
1794-1798 წწ. მსახურობდა ყიზლარის საგარნიზონო პოლკში.
1798-1800 წწ. მსახურობდა ყაზანის მუშკეტერთა პოლკის მეთაურად.
1799 წლის 31 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1800 წლის 10 დეკემბერს პირადი პატაკით გადადგა სამხედრო სამსახურიდან და გადავიდა სამოქალაქო უწყებაში.
1801 წლის 19 აგვისტოს კვლავ დაბრუნდა ჯარში და დაინიშნა ყიზლარის კომენდანტად.
1802 წლის 16 იანვარს დაინიშნა ყიზლარის საგარნიზონო პოლკის შეფად.
1804 წლის 16 აგვისტოს დაინიშნა ყალმუხი ხალხის მთავარ პრისტავად.
1806 წლის 22 ივნისს დაინიშნა ჩეჩენ ხალხთა ზედამხედველად.
კეთილსინდისიერი და გულმოდგინე სამსახურისთვის იმპერატორმა ალექსანდრე I უბოძა მას ბრილიანტის ბეჭედი (10.10.1807).
დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:
წმ. ვლადიმერის IV (1796) და წმ. ანას II ხარ. (1800)
მისი შვილი - ნიკოლოზ ახვერდოვი (1800-1876) გახდა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.