ბრეგაძე ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე ბრეგაძე-დან)
ალექსანდრე ბრეგაძე – დაიბადა 1971 წლის 1 ოქტომბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1993).
სამუშაო გამოცდილება
- იყო გაზეთის მთავარი რედაქტორი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004) პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის წევრი, 2003-2004 წლებში ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე.
- 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე.