გედევანიშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე გედევანიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გედევანიშვილი

გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (16.II.1870 - 1933), რუსეთის იმპერიისა და პირველი ქართული რესპუბლიკის ცნობილი სამხედრო მოღვაწე, საიმპერატორო არმიის გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. 1904- 1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. გენერალ იოსებ გედევანიშვილისა და პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის უფროსი ძმა.

დაიბადა თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ახაშენში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ – პეტერბურგის პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1889 წელს, სადაც მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება.


დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის დასაწყისში იყო ბათუმის კომენდანტი. გარკვეულ ხანს იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს წევრი. 1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის გაზაფხულამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა წითელ ჯარში.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი. თბ., 2007.


იხილეთ აგრეთვე

ალექსანდრე გედევანოვი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები