არღუტინსკი-დოლგორუკოვი ალექსანდრე ივანეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ივანეს-ძე არღუტინსკი-დოლგორუკოვი, (გარდ.10.08.1882), თავადი, გენერალ-მაიორი (02.08.1882)

დაიბადა ქ.ტფილისში.
1839 წელს დაამთავრა I კადეტთა კორპუსი ქ.მოსკოვში და დაიწყო სამხედრო სამსახური პოლოცკის ეგერთა პოლკში.
1849 წელს მონაწილეობდა უნგრეთის რევოლუციის ჩახშობაში.
1856 წლიდან მსახურობდა კავკასიაში, სადაც 1876 წლამდე მეთაურობდა ქართულ ქვეით რაზმს.
1876-1878 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-2 სახაზო ბატალიონს.
მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) წლების ომში. ომის დროს მეთაურობდა რუსეთის ჯარების რაზმის კოლონას არტილერიით გაგრასთან. 1878-1882 წწ. მეთაურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკს.
1882 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო მუნდირით და პენსიით.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით (მამაცობისათვის-1877) და ბრილიანტის ბეჭდით იმპერატორ ალექსანდრე II ვენზელით.

გარდაიცვალა ქ.ტფილისში. დაკრძალული იყო ხოჯევანქის სომხური სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში (სასაფლაო განადგურდა საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წ.).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები