არღუტინსკი-დოლგორუკოვი ალექსანდრე რომანის ძე
ალექსანდრე რომანის-ძე არღუტინსკი-დოლგორუკოვი − (1831-1886) გენერალ-მაიორი (07.12.1886).
დაიბადა ქ.ტფილისში. იზრდებოდა 1-ლ კადეტთა კორპუსში ქ.მოსკოვში. 1848 წელს, კოპრუსის დამთავრების შემდეგ, დაიწყო სამხედრო სამსახური ვიურტემბერგის პრინცის სახელის, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკად. მონაწილეობდა (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში. მსახურობდა კავკასია-ოსმალეთის საზღვარზე, მოქმედი კორპუსის კავალერიის უფროსის ადიუტანტად.
1875-1877 წლებში მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის მე-2 დივიზიონს.
1877 წლის 4 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1878 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან პოლკოვნიკის წოდებით, მუნდირით და პენსიონის სრული უზრუნველყოფით.
1879 წელს კვლავ დაბრუნდა ჯარში და მივლინებულ იქნა V საარმიო კორპუსში, საარმიო კავალერიაში ჩარიცხვით.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ.სტანისლავის III ხარ. (მახვილებით და ბაფთით-1863);
წმ.ანას IV (მამაცობისათვის-1851);
წმ.ვლადიმერის IV ხარ. (ბაფთით).
რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის დროს მდინარე დუნაიზე გადასვლის დაჯილდოვდა რუმინეთის რკინის ჯვრით.
თადარიგში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ქ.მოსკოვში, ვაგანკოვოს სომხურ სასაფლაოზე.