ქართველი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე ქართველი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ქართველი

ქართველიშვილი ალექსანდრე - (ალექსანდრე ქართველი) (1896-1974). ქართველი ავიაკონსტრუქტორი, მოღვაწეობდა აშშ-ში (გ. ნიუიორკიში). აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ქართველიშვილი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი (1914). 1919 წელს გაემგზავრა საფრანგეთში საწავლებლად. საქართველოს ანექსიის შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

1924 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ფრენის სიჩქარეში.ქართველიშვილმა II მსოფლიო ომის წლებში შექმნა ავიაგამანადგურებელი „P-47 Thunderbolt“, რომელსაც იყენებდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები და მისი მოკავშირეები.

ქართველიშვილის მიერ ომის შემდეგ შექმნილი თვითმფრინავები „F-84 THundejet“ და „F-1057 Thunderchief“ დღესაც დაფრინავენ აშშ-ის სამხედრო ავიაციაში.

2013 წლის 9 სექტემბერს პირველად საქართველოში ქ. თბილისში ჩატარდა საჩვენებელი ავიაშოუ ქართველიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. თბილავიამშენის ქარხანას (ყოფილი საავიაციო 31-ე ქარხანა) ეწოდა ქართველიშვილის სახელი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ქართველიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები