ადამია ალიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალიო ადამია-დან)
ადამია ალიო (1913 − 1980), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა ბათუმში. სწავლობდა ახალ-სენაკის (1921-1928) და თბილისის საშუალო სასწავლებელში (1929 წ დაამთავრა). 1933 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა. 1932 წელს გამოვიდა მისი წიგნი „რამდენიმე ლექსი”, 1936 წელს – კრებული „ლექსები”. მომდევნო ლექსთა კრებულებიდან აღსანიშნავია: „ქორწილი კოლხიდაში” (1941), „მესხეთის გაზაფხული” (1949), „უბის წიგნიდან” (1953), „ცისფერი აივანი” (1964), „სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა” (1969). ავტორია, აგრეთვე, მოთხრობების, ნარკვევების და რომანისა „დიდი და პატარა ეკატერინე” (1973).