კოონენი ალისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალისა კოონენი-დან)
ალისა კოონენი − (რუს.Али́са Коонен, 1889–1974), რუსი მსახიობი. მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1913 წ. კ. მარჯანიშვილთან ერთად ქმნის „თავისუფალ თეატრს“. ამავე თეატრში მუშაობას აგრძელებს ტაიროვის ხელმძღვანელობით და ხდება ამ თეატრის უშუალო სულისჩამდგმელი. გამოირჩეოდა პლასტიკის დახვეწილობით, სცენური იმპოზანტურობით, სამსახიობო ფორმის განსაკუთრებული შეგრძნებით.