ალი-ფაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალი ფაშა-დან)
ალი ფაშა – გურიასა და აჭარაში გავრცელებული ლექს-სიმღერის „ალი ფაშამ გვიღალატა“-ს პერსონაჟი. ალი ფაშა თავდგირიძე რუსეთ-თურქეთის ომამდე განაგებდა ჩაქვ-ქობულეთის მხარეს ომის დაწყებისას თურქეთის ორიენტაციისა იყო, შემდეგ დაუკავშირდა რუსეთს. ამის გამო თურქებმა შეიპყრეს. ალი ფაშას რუსეთზე მიმხრობა ღალატად ჩაეთვალა და შეიქმნა ლექს-სიმღერა, რომელიც სალაშქროდაც იყო გამოყენებული.
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ჭიჭინაძე ზ., თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე, ახალსენაკი, 1896;
- ახვლედიანი ხ., სახალხო განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათუმი, 1956;
- სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, III, თბ., 1967.