ალკოჰოლის გამოყენება გადაჭარბებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლის გამოყენება, გადაჭარბებული - (drinking excessive), ტერმინი დღეისათვის გამოიყენება საკმაოდ იშვიათად და აღნიშნავს ალკოჰოლის მიღების ისეთ სტანდარტს, რომელიც აჭარბებს ალკოჰოლის მიღებას ზომიერად ან დასაშვებ დონემდე. დღეისათვის გამოიყენება მისი მიახლოებითი ეკვივალენტი ალკოჰოლის მიღება მავნე შედეგების რისკით.

დსკ მერვე გადასინჯვაში გამოყოფილი იყო ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენების ორი ტიპი: ეპიზოდური და ჩვეული. ცნება „ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება“ ამ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ეკვივალენტია. ალკოჰოლის ეპიზოდური გადაჭარბებული მიღება გულისხმობს ხანმოკლე ეპიზოდების დროს, რომელიც, სულ ცოტა, რამდენჯერმე უნდა განმეორდეს წელიწადში. ეს ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე (გადაბმული ლოთობა). ალკოჰოლის ჩვეულად გადაჭარბებული გამოყენება გულისხმობს ალკოჰოლის რეგულარულად და საკმაოდ დიდი რაოდენობით მიღებას, რაც ინდივიდის ჯანმრთელობაზე ან სოციალურ ფუნქციონირებაზე არასასურველ გავლენას ახდენს.


იხილეთ აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები