მიზანდარი ალოიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალოიზ მიზანდარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალოიზ მიზანდარი

ალოიზ მიზანდარი − (1. IX. 1838, გორი – 1. VI. 1912, თბილისი), ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი. ლ. იანიშევსკის მოწაფე (თბილისი). 1855-63 სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტზე, გამოდიოდა უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მ. ბალაკირევსა და ა. რუბინშტეინთან ახლო ურთიერთობამ გავლენა მოახდინა მიზანდარის შემდგომ მოღვაწეობაზე. 1883 პეტერბურგში გამოიცა მიზანდარის რომანსი „ჩვენ დავშორდით“. ეს იყო რუსეთში ქართული მუსიკალური ნაწარმოების გამოქვეყნების პირველი შემთხვევა. 1865-67 მიზანდარი ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ – ვენაში, სადაც მართავდა კონცერტებს. 1874 ხ. სავანელსა და კ. ალიხანოვთან ერთად თბილისში დააარსა პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 გარდაიქმნა სამუსიკო სასწავლებლად. ა. მიზანდარი გამოჩენილი პედაგოგი იყო. მისი მოწაფე იყო ა. თულაშვილი და სხვ. მის ნაწარმოებებს შორის საყურადღებოა „ორი პატარა ვალსი“, „აღმოსავლური მელოდია და ლეკური“, „მაზურკა-ფანტაზია“, მაზურკა „მოგონება აბასთუმანზე“ და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები