ამპახშ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ამპახჲშ-დან)
ამპახშ (ამპახჲშ) - აფხ. სელის პირსახოცი, მოკრძალებული ნახჭით, 3-4 რიგის სხვადასხვა ფერის გრძივი ზოლებით (ზომით 85×35.სმ). მათ რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდათ. ასეთ პირსახოცებს პატარძალი ბევრს ამზადებდა. გამარჯვების სიმბოლოდ ცხენებით შეჯიბრების დროსაც გამოიყენებოდა. ამავე დროს იგი მორთულ სანთელზე გადაფარებული დასაფლავების დღეს ახლო ნათესავებს მოჰქონდა.