ჩაკალიდი ანასტას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანასტას ჩაკალიდი-დან)
ანასტას ჩაკალიდი – (16 აპრილი 1909, სოხუმი – 25 მაისი 1982, თბილისი), მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
1940 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. სპერანსკის კლასი). 1940-იდან იყო თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს 27 საოპერო პარტია ქართულ, რუს და ევროპელკომპოზიტორთა ოპერებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მალხაზი (ფალიაშვილის „დაისი“), ლენსკი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“) რუდოლფი პუჩინის „ბოჰემა“) და სხვ. 1961-დან ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელში.