თულაშვილი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანა თულაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა თულაშვილი

თულაშვილი ანა ივანეს ასული - (24. II. 1874, თბილისი, – 27. V. 1956, იქვე), ქართველი პიანისტი, გამოჩენილი პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941), ა. მიზანდარის მოწაფე. თულაშვილი ერთხანს მეცადინეობდა თბილისში ნ. ნიკოლაევთან, შემდეგ კი 1894-იდან სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (პროფ. დიმერთან) და ვენაში. 1903-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მონაწილეობდა კონცერტებში, როგოროც სოლისტი-ანსამბლისტი. 1917-დან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1925-იდან პროფესორი, პირველი ქართველი პროფესორი ქალი).

მოწაფეები: რ. კერერი, ვ. შიუკაშვილი, თ. ამირეჯიბი, ე. ექსანიშვილი, გ. ქავთარაძე, მ. ჩხეიძე, ო. ბარამიშვილი, ე. დავლიანიძე და სხვ. ავტორია მეთოდური ხასიათის შრომებისა პიანისტური ხელოვნების საკითხებზე.



იხილე აგრეთვე

ანა თულაშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები