ბიწაძე ანდრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანდრია ბიწაძე-დან)
ბიწაძე ანდრია (1916 – 1994), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.
ანდრია ბიწაძის კვლევის ძირითადი მიმართულებაა – დრეკადობის მათემატიკური თეორია, ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა თეორია, შერეული ტიპის განტოლებათა თეორია, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორია, ფუნქციათა თეორიის სასაზლვრო ამოცანები.
ანდრია ბიწაძის სახელს ატარებს კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს დირიხლეს ამოცანის გადაწყვეტაში.