ბოლქვაძე ანზორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანზორ ბოლქვაძე-დან)
ანზორ ბოლქვაძე – დაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში.
განათლება – ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1993). სამხედრო სამსახური (1980-82).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას (1983-2001).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012) - მაჟორიტარი, №84 ხულოს საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) - მაჟორიტარი, №84 ხულოს საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი, ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“ მდივანი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, დაბა შუახევის, ხულოს და დაბა ქედის საარჩევნო ოლქები, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჟორიტარი, №30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი (17-12-2020).
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (02-10-2006)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ბოლქვაძეები