საკანდელიძე ანზორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანზორ საკანდელიძე-დან)
ანზორ საკანდელიძე – დაიბადა 1940 წლის 14 აპრილს ქუთაისში. — ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1963); ასპირანტურა (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-სამეურნეო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ქუთაისის №73 საარჩევნო ოლქი, კოსტავას საზოგადოება, მშენებლობის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).