ბერგსონი ანრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანრი ბერგსონი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანრი ბერგსონი

ანრი ბერგსონი – (1859-1941) ფრანგი ფილოსოფოსი, ინტუიტივიზმის და „ცხოვრების ფილოსოფიის“ წარმომადგენელი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1927).

ბერგსონი ირლანდიული წარმოშობის ებრაულ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა კონდორსეს ლიცეუმში, სადაც უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. უნივერსიტეტში ოლე-ლაპრიუნისა და ბუტრუს მოწაფე იყო, თუმცა ასევე განიცადა რავესონის, ლაშელიესა და მეცნიერების კრიტიკის მოძრაობის გავლენა. ბერგსონმა რამდენიმე ლიცეუმში იმუშავა პედაგოგად, 1897-1900 წლებში ecole normale-ის პროფესორი იყო, შემდეგ კი ცხოვრების ბოლომდე College de France-ში ასწავლიდა.

ბერგსონის პირველი გამოქვეყნებული შრომაა „ნარკვევი ცნობიერების უშუალო მონაცემთა შესახებ“ (1889 წ.), სადაც ავტორი სულიერი ცხოვრების ბიოფსიქიკურ ფაქტებამდე დაყვანის შეუძლებლობას ამტკიცებს. შემდეგ გამოქვეყნდა „მატერია და მეხსიერება“ (1896 წ.), „მეტაფიზიკის შესავალი“ (1903 წ.), და ბოლოს, „შემოქმედი ევოლუცია“ (1907 წ.). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1932 წელს ბერგსონმა ზნეობისა და რელიგიის ორი წყარო გამოაქვეყნა.

მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ფრანგული სპირიტუალიზმის გავლენით. ჭეშმარიტ და პირველსაწყის რეალობად მიაჩნდა სიცოცხლე, როგორც ერთგვარი მთლიანობა, რადიკალურად განსხვავებული სულისა და მატერიისაგან. სიცოცხლის არსის წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ინტუიციის შემწეობით. ამის გამო იგი მოგვიწოდებს თვით. დაკვირვებისაკენ ინტელექტს იგი განიხილავს როგორც „მკვდარ საგნებთან“, მატერიასთან ოპერირების ხელსაწყოს. სიცოცხლე – ეს არის ერთგვარი მეტაფიზიკურ-კოსმიური პროცესი, შემოქმედებითი ფორმირების თავისებური მძლავრი ნაკადი. შოპენჰაუერის მსგავსად, იგი თვლიდა, რომ შემოქმედების უნარი არის ღვთით ბოძებული და იგი გააჩნია მხოლოდ რჩეულებს. მისმა სწავლებამ გავლენა იქონია პრაგმატიზმზე, პერსონალიზმზე, ეგზისტენციალიზმზე, ისტორიის ფილოსოფიაზე.


იხილე აგრეთვე

ღია საზოგადოება

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები