ბეოლკო ანჯელო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანჯელო ბეოლკო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ანჯელო ბეოლკო – (1502-1542), იტალიელი მსახიობი და დრამატურგი. 18 წლის ასაკში შექმნა მოყვარულთა დასი (შემდგომში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად). მართავდა წარმოდგენებს კარნავალების დროს. ძირითადად თამაშობდა საკუთარ პიესებში. შექმნა რუძანტეს სახე – ყოჩაღი ბიჭისა პადუის შემოგარენიდან, რომელმიც კარგად მღეროდა და ცეკვავდა. დაწერა კომედიები: „კეკლუცი ქალი“, „უსათაურო კომედია“, „ფლორა“, „დიალოგები უხეშ გლეხურ ენაზე“, „უგამრთობესი და უსასაცილოესი დიალოგი“, „ძროხა“, „პიოვანა“ (ბოლო ორი კომედია აგებულია პლავტუსის კომედიების სიუჟეტზე). მისმა შემოქმედებამ იქონია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იტალიური პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაზე.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები