შიზოფრენია არადიფერენცირებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არადიფერენცირებული შიზოფრენია-დან)
შიზოფრენია არადიფერენცირებული - (schizophrenia, undifferentiated), მდგომარეობა, რომელიც შიზოფრენიის ზოგად დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ სრულად არ ემთხვევა რომელიმე სპეციფიკურ ქვეტიპს, ან ვლინდება შიზოფრენიის ერთზე მეტი ფორმისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)
არადიფერენცირებული შიზოფრენია აღნიშნავს ისეთ შემთხვევებს, რომელთაც არც ერთი დიაგნოზი არ მიესადაგება ან რომელთა დროსაც ყველა ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნები თანაბრადაა გამოხატული. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)