ბაიანდურიანი არმენაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არმენაკ ბაიანდურიანი-დან)
არმენაკ ბაიანდურიანი – დაიბადა 1953 წლის 12 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთ-ხაჩენში.
განათლება – ერევნის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (2000).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სომხურ დრამატულ თეატრში.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.