ბებუთოვი არსენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არსენ ბებუთოვი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არსენ ბებუთოვი

არსენ ბებუთოვი − (16.06. 1834 – 10.02.1913), სომეხი თავადი, გენერალ-მაიორი (06.12.1893).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა ტფილისის თავად-აზნაურთა გიმნაზია. მსახურობდა სამოქალაქო უწყებაში.

1856 წლიდან მსახურობდა პრაპორშჩიკად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში.

1868-1869 წლებში მსახურობდა კაპიტნად დაღესტნის სამხედრო ოლქში.

1874 წელს არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდებით დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსის კანცელარიის უფროსის თანაშემწედ.

1875-1877 წლებში მსახურობდა დაღესტნის ოლქის თემირ-ხან-შურას ოლქის უფროსად.

მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.

1882 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1883-1884 წლებში მსახურობდა დაღესტნის ოლქის, ანდის ოლქის უფროსად.

1885-1888 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ოლქის, მანგიშლაყის სამაზრო სამმართველოს უფროსად.

1888-1890 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ოლქის, კრასნოვოდსკის სამაზრო სამმართველოს უფროსად. ირიცხებოდა ტფილისის ნერსისიანის სომხურ სასულიერო სასწავლებლის მზრუნველთა საბჭოს წევრად და ტფილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

1897-1907 წლებში არჩეულ იქნა ტფილისის საქალაქო სათათბიროს წევრად. იყო „უპოვართა სახლის“ მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე.

გარდაიცვალა ტფილისში. დაკრძალულ იქნა ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში. (განადგურდა საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წ.)


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები