ნიკიში არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არტურ ნიკიში-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ ნიკიში

არტურ ნიკიში – (12 ოქტომბერი 1855, ლებენი-სენტ-მიკლოში –23 იანვარი 1922, ლაიფციგი), უნგრელი დირიჟორი და პედაგოგი. 1866-73 სწავლობდა ვენის კონსერვატორიაში 1874-77 იქვე სამეფო კარის ორკესტრში უკრავდა ვიოლინოზე. 1878-იდან ლაიფციგის საოპერო თეატრის დირიჟორია, ხოლო 1882-89 მთავარი დირიჟორი (1905-06 დირექტორი), ნიკიში ხელმძღვანელობდა მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებს – ბოსტონის სიმფონიური ორკესტრს (1889-93), ლაიფციგის „გევანდჰაუზს“ (1895-1922) და ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს, ერთდროულად, სიმფონიური ორკესტრს ჰამბურგში (1897). 1893-95 ბუდაპეშტის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი და დირექტორი. ნიკიში სადირიჟირო ხელოვნების რომანტიკული მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელია. პროპაგანდას უწევდა პ. ჩაიკოვსკის, გერმანელი რომანტიკოსებისა და მისი თანამედროვე გერმანელი კომპოზიტორების – ა. ბრუკნერის, გ. მალერის, რ. შტრაუსის მუსიკას.






წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები