მაჭავარიანი არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არჩილ მაჭავარიანი-დან)
არჩილ მაჭავარიანი – დაიბადა 1951 წლის 20 იანვარს ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში. — ექიმი, პოლიტიკოსი
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- ცხინვალის საოლქო საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი, მარნეულის რაიონის შულავრის, გორის რაიონის ვარიანის საექიმო ამბულატორიების ექიმი-სტომატოლოგი, თბილისის მეორე სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-პროთეზისტი (1976-1990).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ჯანმრთელობის დაცვის კომისიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).