ასაძ ეიქვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ასაძ ეჲქჲა-დან)
ასაძ ეიქვა (ასაძ ეჲქჲა) - აფხ. კაბის ქვეშ ჩასაცმელი ქალის ერთგვარი განიერი, ნაოჭიანი შარვალი, რომელიც როგორც წელზე, ისე წვივებზე თასმებით იკვრებოდა და კაბის ქვემოდან არ ჩანდა. XIX ს-ში შარვლის ფერებმა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. თეთრს იცვამდა ქალიშვილი, წითელს - გათხოვილი ქალი, ხოლო ლურჯს - ქვრივი ქალი.