აუასახჩა იიმღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აუასახჩა ჲიმღვა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუასახჩა ჲიმღვა / აუასაქვა რიმღვა (აბაზ. Ауасахча йымгIва – „მწყემსის გზა“, Ауасаква рымгIва – „ცხვრის გზა“) – ასე უწოდებენ აბაზები „ირმის ნახტომს“, რადგან ცის თაღზე მისი მდებარეობით განსაზღვრავდნენ იალაღებზე პირუტყვის გარეკვისა და უკანდაბრუნების ვადებს. მწყემსებისათვის იგი გარკვეულ სივრცობრივ ორიენტირს, თავისებურ ციურ რუკას და, ამდენად, კულტის ობიექტს წარმოადგენდა. ამიტომ სამომთაბარო მესაქონლეობის მიმდევარნი დახმარებისთვის მას მიმათავდნენ და ადიდებდნენ.


ლიტერატურა

  • Тугов В. Б. Память и мудрость веков. Фольклор абазин: Жанры, темы, образы, поэтика. Карачаевск, 2002;
  • Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები