აფაზია ვერნიკეს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აფაზია რეცეპციული-დან)
აფაზია ვერნიკეს - (Wernicke aphasia), ზეპირმეტყველების ან წერილობითი მასალის გაგების და, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია – ობიექტების ან მათი თვისებების დასახელების შეუძლებლობა. კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები მეორადად ირღვევა.
აშლილობა, ჩვეულებრივ, სისხლძარღვოვანი გენეზისაა და დაზიანება ლოკალიზებულია დომინანტური ჰემისფეროს საფეთქლის პირველი ხვეულის ქერქში. ბავშვებში მსგავსი დარღვევა შესაძლოა განვითარების სპეციფიკური აშლილობა (F80.2) იყოს.