კალანდაძე-აღასოვი ოლღა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აღასოვი-კალანდაძე ოლღა-დან)
კალანდაძე-აღასოვისა ოლღა - (?-?) - კოლორატურული სოპრანო.
საოპერო თეატრში 1918 წლიდან მოღვაწეობდა. შეასრულა ქრისტინეს პარტია რ. გოგნიაშვილის „ქრისტინეში“. დამოუკიდებელ საქართველოში, 1919 წლის 5 თებერვალს იყო ნინოს როლის პირველი შემსრულებელი დ. არაყიშვილის ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“; ასევე აგრეთვე, ქეთოს პირველი შემსრულებელი ვ. დოლიძის ოპერაში „ქეთო და კოტე“.
გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლის 6 მაისს მონაწილეობდა ვ. დოლიძის „ლეილას“ პრემიერაში. მას ლექსი მიუძღვნა ცნობილმა პოეტმა ვ. გაფრინდაშვილმა.
- ზურაბ ლეჟავა
ლიტერატურა
- დ. მჭედლიძე, „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“, თბ., 1968;
- რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი