ბერიძე აჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აჩი ბერიძე-დან)
ბერიძე აჩი − (1987), ქართველი პოეტი. დაიბადა ბათუმში; დაამთავრა ბათუმის მე-8 საშუალო სკოლა, 2009 წელს კი − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკა-ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის და მათემატიკის ფაკულტეტი. 2007 წლიდან მუშაობს ბათუმის საკრებულოში, ქსელების ადმინისტრატორად. მისი ლექსები შესულია რამდენიმე კრებულში: „ა,ბ,გ,დ”, „მეცხრე ტალღა”, „მერანი”. პერიოდულად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
- ბათუმი
- ბათუმი
- (საქართველო ბათუმიდან თენდება)
- ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს,
- ყველა კუთხის გმირობები მსმენია,
- საქართველოვ, უბათუმოდ ვინა ხარ?!
- საქართველოვ, ბათუმიც ხომ შენია.
- და ფარს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
- მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა,
- სახელი კი შენ გაგითქვამს იმით, რომ,
- ისტორია შენი გაშვილიშვილდა.
- გახურებულს ზღვა და სხივის ალები,
- გშველის, როგორც ქალის თბილი ალერსი,
- ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები,
- ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.
- შვილიშვილებს უყვები და ცრემლები,
- გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება,
- ვაი, როგორ ახალგაზრდა ბერდები...
- საქართველო ბათუმიდან თენდება.