აწკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აწკჷ-დან)
აწკი (აწკჷ) - აფხ. კაბა, ქალისა. საყელოიანი. წინ წელამდე ჩაჭრილი, მჭიდროდ მორგებული, წელს ქვემოთ თავისუფალი და განიერი. მკლავები ხელის მტევანთან შეკრული. საყელო და გულ-მკერდი ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ან სხვადასხვა ფერის თასმებით გაწყობილი. მის ქვეშ ქალებს უსაყელო და გრძელმკლავიანი პერანგი ეცვათ. პერანგის ზემო ნაწილი სხვადასხვა ფერის სირმებით იყო შემოვლებული.