აითი რაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აჲთი რაღ-ი-დან)
აჲთი რაღ-ი (ოს. Айтты рагъ) — ოსური ტრადიციული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი – ახალგაზრდების მიერ ასაკით უფროსი მექორწილეებისათვის ე. წ. ქასდაირაღთას („საუმცროსოს“) – ლუდითა და არყით სავსე ყანწების – მირთმევის წესი. უხუცესებს ქასდაირაღთა ახალგაზრდების სიმღერისა და ტაშისკვრის თანხლებით აუცილებლად უნდა დაელიათ.
ლიტერატურა
- Газданова В. С. Традиционная осетинская свадьба: миф, ритуалы и символы. Владикавказ, 2002.