აისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აჲს-ი-დან)
აჲს-ი (სომხ. այս) – ბოროტი დემონი, ძლიერი ქარის პერსონიფიკაცია სომხურ მითოლოგიაში; შეუძლია, ჩასახლდეს ადამიანის სხეულში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ჭკუიდან იშლება ან თავად ხდება დემონი. აისის მიერ დაავადებულს აისაჰარი (აისის დარტყმის ქვეშ მყოფი) ეწოდება.
ლიტერატურა
- Одабашян А. А. Народные верования армян (По материалам рукописных талисманов XV-XIX) // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976.