აიჩი ყუზჯი ცარაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აჲჩი ყუზჯი ცარაგ-ი-დან)
აჲჩი ყუზჯი ცარაგ-ი (ოს. Айчы хъузджы цæрæг – „კვერცხის ნაჭუჭში მცხოვრები“) – ნართული ეპოსის ოსურ ვერსიის მიხედვით, მოხუცი, რომელიც მკვდართა საუფლოში მდებარე კუნძულზე კვერცხის ნაჭუჭში ზის. „მან სამზეოში მარტოობაში იცხოვრა, – ეუბნება საიქიოში მისულ სოსლანს მისი გარდაცვლილი ცოლი ბედოხა, – არც მეგობარი ჰყოლია და არც ამხანაგი, არ იცოდა რას წარმოადგენდა სტუმარი, ამიტომაც აქაც, მიცვალებულთა ქვეყანაშიც მარტოობაში ატარებს ცხოვრებას“.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ, 2003.