ბაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბაბა-დან)
ბაუ, ბაბა – (შუმერ.) შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს, ლაგაშის ერთ-ერთი მფარველი ქალღმერთი, ასული ანისა და დედა გათუმდუგისა; იწოდება როგორც „დედა ბაუ“; ზრუნავს ლაგაშის ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობაზე. მისი მეუღლეა ნინგირსუ, ჰყავს შვიდი ასული.